Category Archives: თ.ცისკარიშვილის პოსტები

თუში ბავშვების სააღდგომო მილოცვა წოვათუშურ ენაზე

მოგესალმებით, მეგობრებო! ბავშვები სიურპრიზის მოწყობასა და ახალი წლის წოვათუშურად მოლოცვით აპირებდნენ თქვენთვის მეცადინეობის ამბის გამხელას, მაგრამ ათიოდე დღით “დაგვასწარით”. 2 თვეა ოთხშაბათ-შაბათს ტარდება საათნახევრიანი გაკვეთილები (ბოლო 15 წუთი თამაშია). თავიდან, 20 ოქტომბერს, ჩვენი ენის შესწავლის 25 მსურველი მოვიდა, მე-5 – … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

„შირაქში ართი მეშხურუ“

იმ გაზაფხულზე უსაშველოდ დიდი თოვლი მოვიდა მოულოდნელად, ერთიანად გადათეთრდა შირაქის ველები, თან საშინელი ქარბუქი ამოვარდა და ისე სწრაფად დაინამქრა იქაურობა, შეუძლებელი იყო რომელიმე ფარას მიესწრო ფარეხამდე მისვლა… არავინ იცოდა, რა ბედი ეწიათ მინდორში გასულ სამ-ოთხათასიანი სამი ფარის ცხვარ-მეცხვარეებს, ქარი კი … Continue reading

Posted in ალვანი, თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

რა იქნებოდა, საქმის მცოდნე თუშებს უჯერებდნენ და ბევრს არ იღებდნენ საკუთარ თავზე…

ქართველთა ფრანგმა მეგობარმა, ჩვენი ისტორიის დაუღალავმა მკვლევარმა მარი ბროსემ (1802-1882) დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ისე, რომ ისიც კი არ იცოდა ზუსტად, რამდენი ასონიშნისგან შედგებოდა ჩვენი ანბანი (ჩვილობაშივე მამით დაობლებულმა ღატაკმა მასწავლებელმა ამ დროს უკვე იცოდა ბერძნული, ჩინური, სომხური, რუსული…). მალე იგი … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

ჩვენ თვითონ თუ არ წარმოვაჩინეთ ჩვენი წარსული, საიდან ეცოდინება ხელოვნების რომელიმე მოღვაწეს სინამდვილე ჩვენ შესახებ?

გარდა დიდძალი ცხვრის მოვლა-პატრონობისა, სხვა საქმიანობაც მოსდიოდა ხელში ჩვენს მამა-პაპას. თურქოშვილების წელმაგარ ოჯახს სამგან ედგა დუქანი: ალვანში – სამების ეკლესიის მხარეს, პანკისში და ფშაველში. დუქანი ჰქონდა ლაზარე ზარიძესაც, გურგალჭალაში. ფართო ეზოს ერთ მხარეს ორი დიდი კუნელის ხე იდგა, მეორე მხარეს … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

ელიზბარ ცისკარიშვილის გახსენება

11 სექტემბერი ბავშვობიდან კრწანისის ომს მახსენებდა და მადარდიანებდა დამარცხებული მოხუცი მეფე ერეკლე, სამშობლოს შეწირული 5 000 საუკეთესო ვაჟკაცი, თბილისის დაცვისას გაწყვეტილი ხელოსნობა და სპარსეთს წასხმული 20 000 ქართველი ტყვე (რუსეთს რომ შევუერთდით, საქართველოს მოსახლეობა 761 000 კაცი ყოფილა, 1811 წლის … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

ივანე ცისკარიშვილი (ვანო აფშინაშვილი) (1910-1980)

„როცა კაცი რაიმეს მოყოლას იწყებს, რა თქმა უნდა, რომ ჯერ თავისი თავი უნდა გააცნოს ადამიანს და მერეღა სხვა ამბავზე გადავიდეს. მე ვარ დაბადებული ალვანში, გურგალჭალაში, 1910 წელს, აფშინაანთ ვანო, ალექსის ვაჟი, ცისკარიშვილი. მამა რომ მომიკვდა, მე სამი წლისა ვყოფილვარ, ჩემი … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | 1 კომენტარი

ივანე ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) ჩანაწერი

„ჩემმა დედისძმამ პირველად ცხვარში რომ წამიყვანა, ლეკის მთაზე, ველკეთილში ვიყავით. ერთი ჩემნაირივე [ბავშვი] ბაძოშვილი მიტო იყო იქ. ნაჟტრის ხალხი კი იყო: ჩემი დედისძმა წარო, ნაკუდაშვილი კიმო, ნაკუდაშვილი მიტო, მაჭიანთ პავლე, წიქოანთ ლაზარე, ნაკუდაშვილი ფორე; მეწველს კი დასდევდა შორთიშვილი იოსები. ძალიან … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი

იღუმენია ანა აჭაიძე

სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ნათლია დედა ზოილეს (დვალიშვილის, გარდ. 1973 წ.) შემდგომ ბოლო წინამძღვარი იყო თუში ანა აჭაიძე, რომელიც წმინდა ნინოს მაყვლოვანისა და მცირე ტაძრის უკან, მონასტრის ეზოში განისვენებს. ნინო ამილახვრის მიერ მე-19 ს-ის 20-იან წლებში დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი)ჩანაწერი

„ახალგაზრდობაში ცხვარში ვიყავი. მწყემსად ვყავდი ამაანთ [ქადაგიძე] ივანეს. ვიქნებოდი 18-19 წლისა. პატარა ბიჭად სიხოანთ [იმედიძე] ადამა მყავდა, 10-11 წლის ბალღი. ორნი ვიყავით რვაას ცხვარში, იორზე – თათრულ სოფელ ქესამნის ახლოს, იქ იყო იმ ივანეს ყორუღი და ფარეხ-ქოხი. მე ცხვარს დავდევდი, … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები | დატოვე კომენტარი

„თელავში თუშმა“

ერეკლეს შიკრიკი გაქაფული ცხენიდან ჩამოხდა, წყალი ითხოვა და ბრძანება ამცნო თუშებს: თურქთა ურიცხვი ჯარი მოგვადგა და ქუდზე კაციო. ლეკებს ეომებოდა მაშინ ორივე ხეობა. ციხეებში შეკეტილი რამდენიმე სოფელი გარსმოჯარულ მომხდურს ვეღარ იგერიებდა, დანარჩენები მათ გამოხსნას და მტრის განდევნას ცდილობდნენ. შეწუხდნენ თუშები … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, თუშები | დატოვე კომენტარი