ეთერ თათარაიძე

***
აგვყრის-ჩაგვყრის ცხორებაი,
უთვალავჯერ გამოგვცდის,
ათიათას ტკივილში
ერთ სიკეთეს გამოსცრის,
ჰად მემრ ხუმრობ-ხუმრობით
უღვთოდ ყელებს გამოგვჭრის,
სამარეთ თხრას გაცვეთილ
ბარით საფლავს ამოსთხრის.
მემრ მიწითას ეგ თვალთმაქც
ყვავილებად ამოგვშლის,
ცაში წასრულ ჩვენ სულებს
მანანაად ჩამოშლის.
.
***
ხელჯოხაო, ხელში ჭერას გალეულო,
წახრილ მუხლში სიბერკაცის ქარო,
მილულულო, ათას მიზეზატეხილო,
უკვე ნათელგამოძალულ თვალო.
სიკეკლუცე შუ*ბრალებლად ჩანავლულო,
ნაოჭებად სახენაკეც ქალო,
წელში ორად მოკეცილო, სულდუ*მდგარო,
ახლ ნიავო-დ წინავ ნიავქარო.
სამზეოზე ყოფის შუბის ტარზე მსხდომნო,
დღეებ თითზე დათვლილ ცოლო-დ ქმარო,
ამ ქვეყნისაი პატაადა* ღიად მრჩალო-დ
იმ ქვეყნისაი დიდად გახსნილ კარო!
.
***
პურ არ გვქონდის, გულ გვქონდის,
ძველმალ გვეცვის, გვშვენოდის,
სოფელში ერთ სიხარულ
მთელა* სოფელს გვწვდებოდის.
გუშ რო ახალ-უხალთ ვხედ,
რა*გვერ წელ-ფხაი სწყდებოდის,
გაჯავრებულს ცეცხლის ალი
გულის კოვზამდ მწვდებოდის.

This entry was posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი