Category Archives: ცნობილი თუშები

ადამ ბობღიაშვილის ცხოვრება

1912 წლის 28 მაისს, როცა სოფელ ფშაველას მთაზე მდგარ ეკლესიაში ამაღლებას დღესასწაულობდნენ, სოფელ ზემო ალვანს მოევლინა პატარა ადამი. ბობღიაშვილები წოვათაში ცხოვრობდნენ, სოფელ ინდურთაში, იქ დაიბადა ადამის მამაც იასონ ბობღიაშვილი – პედაგოგი. სოფელი მას “ბუნტოვჩიკს” უწოდებდა, რის გამოც ხშირად აპატიმრებდნენ. 1905 … Continue reading

Posted in თუშები, ცნობილი თუშები | 1 კომენტარი

იღუმენია ანა აჭაიძე

სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ნათლია დედა ზოილეს (დვალიშვილის, გარდ. 1973 წ.) შემდგომ ბოლო წინამძღვარი იყო თუში ანა აჭაიძე, რომელიც წმინდა ნინოს მაყვლოვანისა და მცირე ტაძრის უკან, მონასტრის ეზოში განისვენებს. ნინო ამილახვრის მიერ მე-19 ს-ის 20-იან წლებში დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

ესმა უშარაული

ქალბატონი ესმა დაიბადა 1931 წელს ზემო ალვანში. მამა – არტემ უშარაული ზაქათალის ვაჟთა გიმნაზიის 6 კლასის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ვლადიკავკაზის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს დაამთავრა, მენშევიკური მთავრობის დროს თელავში მუშაობდა ოფიცრად და 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. დედას 4 კლასის … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

გიორგი ზარიძე – ღვაწლმოსილი მეცნიერი

1908 წელს თბილისში, მუშის – დეპოს ორთქლმავლის მემანქანის ოჯახში დაბადებული გიორგი მიხეილის ძე ზარიძე წარმოშობით თუში იყო. მისი პაპა მათე თუშეთში დაბადებულა 1770 წელს, გარდაცვლილა 109 წლისა. ერთხანს თელავში მეფე ერეკლეს კარზე ოქრომჭედლად უმუშავია. პირველ ცოლთან ქორწინებაში ორი ვაჟი ჰყოლია, … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

თუში გიორგი ბუქურაული

მეგობრებო! ნეტა საქართველომ თუ იცის: 1918 წლის 26 მაისს სიონის ტაძარში, ქართული ჯარის კურთხევისას ახალგაზრდა იუნკერი – თუში გიორგი ბუქურაული გაიხმეს და სწორედ მისი ხმალი აკურთხეს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს დამცველი მეომრისა. (ბუქურაულები ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი გვარი იყო – ცხვარბევრი და … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

გიორგი (ფაცო) ვეშაგურიძე

გიორგი (ფაცო) ვეშაგურიძე გიორგი(ფაცო) ვეშაგურიძე  (1917-1944წწ) მცხოვრები ზემო ალვანში,წარმოშობით თუში- საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტური (სამანი) ორგანიზაციის წევრი. მეუღლისა და სამი დის  დააპატიმრების გამო ფაცო  ჩაბარდა პოლიციას. მიუხედავად ამისა,გიორგი(ფაცო) ვეშაგურიძე  დახვრიტეს, მეუღლე გადაასახლეს, სადაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დები კი რამდენიმე თვის შემდეგ … Continue reading

Posted in თუშები, ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

გმირი ალვანელი_ კახა აბულიძე

“ჩემთვის აი, იმ ადამ ალვანელის მერე ნამდვილი ალვანელი-გიორგი ანწუხელიძეა! პატარა 20 წლის ქვემო ალვანელი ბიჭი კახა აბულიძეა, რომელიც ბევრმა შეიძლება არც კი იცის დაახლოებით 23-25 წლის წინ ძმის დასახმარებლად მიმდინარი, აფხაზეთის მიწაზე თვითმფრინავი რომ აფეთქდა, შუაზე გაიჩეხა და დაიწვა, იქ … Continue reading

Posted in ცნობილი თუშები | 1 კომენტარი

დეკანოზი იოანე ქააძე

დეკანოზი იოანე ქააძე დეკანოზი იოანე ქააძე XIX საუკუნის 90-იან წლებში სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. წარმოშობით თუშეთის პირიქითა ხეობის სოფელ ფარსმიდან იყო. სად მიიღო საერო ან სასულიერო განათლება უცნობია, თუმცა მის პირად არქივში შემორჩენილი წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ფრიად ნიჭიერი და … Continue reading

Posted in ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

მღვდელი პავლე აზიკური

ქართველებს სარწმუნოებრივმა სიმტკიცემ ჩვენი თვითმყოფადობა – ენა, კულტურა, ტრადიციები შეგვინარჩუნა. ამის ნათელი მაგალითია, ალავერდის ეპარქიის უმშვენიერესი და ღვთივკურთხეული მხარე თუშეთი, სადაც მიუვალ ხეობებში, მთის კალთებზე შეფენილია სიპით ნაგები სამწირველო აკლდამები და ეკლესიები, სიპის ციხე-კოშკები. მუსულმანური სამყაროს გარემოცვაში (ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, … Continue reading

Posted in ცნობილი თუშები | დატოვე კომენტარი

სიკვდილი კაკლიანში

ადამ ბობღიაშვილი-ალვანელი სიკვდილი კაკლიანში ———————— ბინდდებოდა, როცა თუშების რაზმმა ალვნის კაკლიანს მიაღწია. ეს მიდამო დავაკებად გაწოლილა ალაზნის მარცხენა კიდეზე და იმ დროს ატეხილი ჭალითა და უზარმაზარი ხეებით ყოფილა აქოჩრილი. ჭალაში – ოდესღაც თეთრი, ახლა კს წვიმისაგან ჩამორეცხილი, თითქოს გავერანებული – … Continue reading

Posted in ცნობილი თუშები | 1 კომენტარი