კვირაცხოვლობა ალვანში

კვირაცხოვლობას გილოცავ დაესწარით მრავალს!

კვირაცხოვლობას გილოცავთ დაესწარით მრავალს!

კვირაცხოვლობას ალვანში აღნიშნავენ სოფლის გარეთ, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 2,5 კილომეტრზე, ტყეში მდებარე კვირაცხოვლის ეკლესიაში სადაც დილიდანვე მთელი სოფელი მიეშურება სანთლების ასანთებად და პურმარილის გასაშლელად ამ დღეს ყველა ერთმანეთს ულოცავს დღეობას და  შლის სუფრას კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარე, მწვანეში ჩაფლულ ტერიტორიაზე ამ პერიოდში ბუნება განსაკუთრებით ლამაზია და სანებობისგან განსხვავებით როდესაც ხშირად წვიმს ხოლმე , კვირაცხოვლობას სულ მზე ანათებს და კარგი ამინდია… აი,დღესაც საოცრად მზიანი და კარგი ამინდი მოუმზადა კვირაცხოველმა ალვანელებს….

 

ასე გამოიყურება ზემო ალვანის კვირაცხოვლის ეკლესიის შესასვლელი დღეობის დღეს.

თუმცა კვირაცხოვლის ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია და ეკლესიის ნანგრევებს უფრო მოგვაგონებს… იმედია ვინმე დალოცვილი გამოჩნდება და მისი აღდგენა მოხდება…

13116443_1763049187247830_4629852482545286113_o13119835_1763049233914492_3527456186118844062_o

 

ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობას!

13147634_1763049013914514_2158728316486226201_o

ასეთი ლამაზი იყო დღეს კვირაცხოვლის მიდამოები

===============

ცოტა რამ კვირაცხოვლობაზე, რაც ნებისმიერმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს…

კვირაცხოვლობას ვზეიმობთ აღდგომიდან ერთი კვირის თავზე აღდგომის მომდევნო კვირა დღეს. ამ დღეს ასევე უწოდებენ თომას კვირას და აღდგომის განახლებასაც.

როდესაც აღდგომა ეხარათ მოციქულებს და მთელ მსოფლიოს; ზოგში, ასევე მოციქულთა შორისაც წავიდა უნუგეშობა და ფიქრი იმაზე რამდენად ჭეშმარიტი იყო მაცხოვრის ამაღლება.  მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით შეძრწუნებული თომა  მოციქულის გონება უნუგეშო ფიქრებით იყო დამძიმებული მისი აზრით, თუ ხელით არ შეეხებოდა მაცხოვარს არ ირწმუნებდა. ეს ერთგვარი საფიქრელი ჰქონდა მას, რომ ერწმუნა,სჭირდებოდა ნივთიერი ფაქტი.
აი, ზუსტად ამ დღეს როდესაც აღდგომის დღესასწაული ყველასთვის ნახარებია, მოციქულებში,რომელთაც ევალებოდათ ქრისტეს რწმენის გადაგება, ეს რწმენა მათში უფრო უნდა განმტკიცებულიყო. სახარებიდან თხრობით; მაცხოვარი დახშულ კარში შედის იმ დროს როცა მოციქულნი შეკრებილნი არიან და თომა მოციქულიც მათ შორისაა, მაცხოვარი მათ აძლევს საშვალებას ხელშესახებად მიიღონ და დაინახონ მაცხოვარი. აქედან ყველასთვის გახდა ცნობილი რომ მაცხოვარი არ აღსდგა რაიმე სხვა ფორმით არამედ სისხლით და ხორცით კაცობრივ აღადგინა ღმერთმა, აღდგა,თავისი თავი აღიდგინა მაცხოვარმა და ის იყო ის დანაპირები, ვისაც მოელოდნენ მოციქულნი. ამითი მათში გამტკიცდა რწმენა და მოციქულნი უკვე თავისი გასავლელი სარბიელისთვის მზად იყვნენ.
ამ დღეს მაცხოვარი მათ თვალწინ მოევლინა გაუმტკიცა რწმენა და ყველას აღდგომა ხელახლა ახარა, ამიტომ ამ დღეს განახლებასაც უწოდებენ.
მოციქული  თომა არ არის ვთქვათ საყვედურის სათქმელი ან მისათითებელი ,რომ მან არ დაიჯერა ,არამედ ფაქტიურად დანარჩენებშიც სავარაუდო ეჭვიანობა, თომას მოქცევით, მათშიც გამტკიცდა და საერთოდ ყველა ქრისტიანშიც. აღდგომის დღესასწაული ამ დღეს ხელახლა განახლდა რასაც მაცხოვრის აღდგომა ჰქვია. ყოველი კვირა აღდგომის სწორიაო ამბობენ.
აქვე უნდა გავიხსენოთ როდესაც მაცხოვარი ეუბნება თომას: “ნეტარი ხარ შენ რადგან მირწმუნე და გწამს მაგრამ უფრო მეტად ნეტარია ის ვისაც არ ვუნახივარ და ისე მირწმუნებსო.”

კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობას.

გფარავდეთ უფალი.

About lotir

my hobby
This entry was posted in ალვანი. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი