Category Archives: პოეზია

ანა კალანდაძე

*** როდისღა ვნახო, თუშო, ალვანი, გზების ფოთლებით მიმოფარვანი, თქვენი ცხვარ-ძროხა, მინდვრად – შავრანი და მთის ვარსკვლავთა უცხოდ კრძალვანი, ლაღი ომალო, ლურჯი ტბათანა? თუშო, დამდგარა უკვე ზამთარი! (1959) . *** თოვს, თოვს, თუშეთის მთებისკენ ზამთრის მზეს მალვენ ჯანღები… თეთრად შეფეთქილ საყდრისკენ … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი

თუშ მეცხვარეს /სურათი/

ცეცხლოვან ციდან ნატყორცნი მეხი იალაღს ბზარავდა, მბორგავ მიწაზე იწექი, შავი ნაბადი გფარავდა. გამოდარების იმედი ღრუბლებში სადღაც ქრებოდა, დამფრთხალი, შიშმორეული ცხვარი ცხვარს ეტმასნებოდა. ნაგაზი, ყურებდაჭრილი, ცის რისხვას უმკლავდებოდა, თვალები შენკენ ეჭირა, ცხვარს მაინც არ შორდებოდა. დამშეულ მგლების ყმუილი ატეხილ ზეცას სწვდებოდა. … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი

მურმან ლებანიძე

* * * არა მარტო მძლავრ პოემას ვეფხისას, ტატოს მერანს, წერეთლისას ჩანგურს, მე ქედს ვუხრი წიგნს გლეხის და მეხრისას – უძვირფასეს პოეზიას ხალხურს. მოაბიჯებს გენიოსი მწყემსი, ათასწლების ტევრში მოსდევს მთა-ბარს, პეპლის ჯარი მწყემსს ამგვარად ესმის – საყვარლისას ჭრელს აგონებს კაბას!… … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი

ეთერ თათარაიძე

*** აგვყრის-ჩაგვყრის ცხორებაი, უთვალავჯერ გამოგვცდის, ათიათას ტკივილში ერთ სიკეთეს გამოსცრის, ჰად მემრ ხუმრობ-ხუმრობით უღვთოდ ყელებს გამოგვჭრის, სამარეთ თხრას გაცვეთილ ბარით საფლავს ამოსთხრის. მემრ მიწითას ეგ თვალთმაქც ყვავილებად ამოგვშლის, ცაში წასრულ ჩვენ სულებს მანანაად ჩამოშლის. . *** ხელჯოხაო, ხელში ჭერას გალეულო, … Continue reading

Posted in თ.ცისკარიშვილის პოსტები, პოეზია | დატოვე კომენტარი

წაროელი მეჰირ

ზღვარგადასული სილამაზით სუნთქავს წოვათაში, თუშების პირველსაცხოვრისში, ყველაფერი. თვალი დღემდე ყველაზე სრულად შემონახულ სოფელ წაროს ელამუნება. გაუხედნავი ცხენივით ყალყზე შემდგარ მთას მოჰქცევია იგი ზურგზე. მისი სახლები, ციხეები და აკლდამები ყველაზე გამბედავთათვის ცაზე მიდგმული კიბის საფეხურებს მოჰგავს შორიდან. ყოვლის მსახვრელი დრო მოკრძალებით … Continue reading

Posted in პოეზია | დატოვე კომენტარი

იოსებ ლონგიშვილი

იგი 1926 წლის 7 მაისს დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. სოფელშივე  დაამთავრა საშუალო სკოლა. 1953-55 წლებში თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო ტექნიკუმში სწავლობდა, სიცოცხლის ბოლომდე ალვანში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი ლექსები ხალხმა აიტაცა და აამღერა: : რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა თუშური, … Continue reading

Posted in თუშები, პოეზია | დატოვე კომენტარი

ბ ა ხ ტ რ ი ო ნ ი /არჩილ კიტოშვილი/

ვზივარ გორაკზე და დავცქერი ჩემ წინ ბახტრიონს, მიმოყრილ ლოდებს, ვით მთვრალსა და მძინარ მაყრიონს, თითქოს გასცქერის სევდით მოცულ ძველ კავკასიონს, და კვლავ მოელის დროთა ახალ, ახალ დაფიონს… ეჰ ბახტრიონო, რამდენი რამ გამოგიცდია, მოსვენებისთვის ბრძოლით ნათენთს, ბევრჯერ გიცდია, ბრძოლის მორევში და … Continue reading

Posted in პოეზია | დატოვე კომენტარი

ივანე ჯავახიშვილს

როცა ლაჟვარდი ქარგავს ათასებს დაკენკავს გველი მოხრილი კბილით, როცა მთაწმინდის გაშლილ კალთაზე მიეძინება დაქანცულ თბილისს. მე, შენს წიგნებთან მჯდომარე, მაშინ ღია თვალებით ვხვდები განთიადს, სტრიქონებიდან ჭიხვინებს რაში და სტრიქონებში ცეცხლი ანთია. ხმალდაკრულივით იხსნება ბწკარი, ყველა სიტყვიდან წარსული დგება, ნარიყალასთან გუგუნებს … Continue reading

Posted in პოეზია | დატოვე კომენტარი

ქოჩადალა

ქოჩადალა ღამემ იკლო, დღემ იმატა ადგილმ დაიდო ფერია, ტყემაც დაისხა ფოთოლი, ბალახს მოედო ცხვარია. შირაქით ცხვარი აყრილა, მთაზე ასვლისა ხანია, ამოდის წინა მხარზედა, მოძალემ ვერ ქნა ძალია. უკან მოსდევენ მწყემსები, ხელით ნარჩევნი ყმანია. პანკისის ხევზედ შემოდგა, როგორც ნაგუბარს წყალია, ამოდის … Continue reading

Posted in პოეზია, ტბათანა | დატოვე კომენტარი

ჩვენ ამუედითავ, ზალოვ, ნაქერალავ

ჩვენ ამუედითავ, ზალოვ, ნაქერალავ, შენაწ მანდავ დაშჩივ, ზალოვ, საყდრისკარავ, გარევ ჩამოვლენავ, ზალოვ, საბარგედავ, ზალვ, ჩაღმის ბიჭებივ, მადლიანებიავ. და-ძმობა უთხრიდივ, ამოგიყვანენავ, ცხენსაც მოგცემენავ, გიქვეითებენავ. მანდ ვერას იქნებივ, ზალოვ, ალონშიავ, ალონ მონაჸიავ, ჩამიჸსიცხებისავ.                                                 ხალხური წყარო: Koba Bakhturidze·2016 წლის 1 ივნისი, ოთხშაბათი

Posted in პოეზია | დატოვე კომენტარი