გმირი ალვანელი_ კახა აბულიძე

“ჩემთვის აი, იმ ადამ ალვანელის მერე ნამდვილი ალვანელი-გიორგი ანწუხელიძეა! პატარა 20 წლის ქვემო ალვანელი ბიჭი კახა აბულიძეა, რომელიც ბევრმა შეიძლება არც კი იცის დაახლოებით 23-25 წლის წინ ძმის დასახმარებლად მიმდინარი, აფხაზეთის მიწაზე თვითმფრინავი რომ აფეთქდა, შუაზე გაიჩეხა და დაიწვა, იქ დაიღუპა და დაიკარგა! მაშინ ის 19-20 წლის იყო. მე შევესწარი იმ წლებში მის საცოდავ დედას, როგორ დადიოდა სასოწარკვეთილი თბილისის ქუჩებში და ეძებდა შვილს. მუდმივად სიების იმედი ჰქონდა, ეძებდა კახას ცოცხლებში-მკვდრებში-ტყვეებში და კახა კი არსად არ იყო. ასე დადიოდა ეს დედა-ქალბატონი ვენერა (ჩემთვის გმირი დედა!) მთეეეელი ამ წლების განმავლობაში წელში მოხრილი, უკვე ღრმად მოხუცებული და მის გულში კახა მუდამ ცოცხალი იყო. სანამ შარშან ჩვენი მთავრობის ორგანიზაციით მისი ნეშტი გადმოსვენებულ არ იქნა ძმათა სასაფლაოზე! აი ეს არის დიდი ალვანელი- კახა აბულიძე!!! ”

ეს სიტყვები სადღაც წავიკითხე და ვერ შევძელი აქ არ დამეწერა…

კახა აბულიძე

კახა აბულიძე

 

კახა ვახტანგის ძე აბულიძე 1991 წლის 6 აგვისტოდან ირიცხებოდა ჯერ ახალციხის 22-ე ბრიგადაში, ხოლო 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით ზემსახურად ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის I ბრიგადის „სადესანტო-საშტურმო“ ბატალიონის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში. კერძოდ: აჩადარის, ეშერის, ტამიშის, გაგრის, აფხაზური ათარის, კინდღის, ახალდაბისა და სოხუმისათვის წარმოებულ ბრძოლებში.
1993 წლის 22 სექტემბერს კახა ვახტანგის ძე აბულიძე დაიღუპა ქ. სოხუმის აეროპორტში ჩამოგდებულ თვითმფრინავში.

დოჭუ

დოჭუ

კახას ძალიან უყვარდა ხატობაში სიარული. აგვისტოში იწყება თუშეთში ხატის დღეობები. 4000 მეტრის სიმაღლეზე სოფელ დოჭუში ინახებოდა სახეოს წმინდა გიორგის ხატი. ხატობის დღეს ეს წმინდა დროშა უთენია უნდა აეტანათ თუშეთის ზვიადი მთის მაღლობზე. ეს დროშა კახას მიჰქტონდა დოჭუში სირბილით, შეუსვენებლად, მთის ბილიკებით.
კახამ არა მარტო ხეობის დროშა, არამედ სამშობლოს დროშა ზეაღმართული ატარა და თავისი ახალგაზრდა სიცოცხლეც უყოყმანოდ შესწირა სათაყვანო მამულს!

მონაცემების წყარო: gmirebi.ge

About lotir

my hobby
This entry was posted in ცნობილი თუშები. Bookmark the permalink.

1 Responses to გმირი ალვანელი_ კახა აბულიძე

  1. Maka ამბობს:

    ვაიმე ხოოო, აი ეს არის კახა! მე ის ჩემი სტუდენტობისას ერთადერთხელ ვნახე და მის მერე აღარც არავის უნახავს! ასეთი მახსოვს! ეს სიტყვები კი მე დავწერე!

დატოვე კომენტარი